Accessibility links

ბრიტანეთს ახალი პრინცესა ჰყავს


კენსინგტონის სასახლის ინფორმაციით, კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტმა დღეს გოგონა გააჩინა. განცხადების თანახმად, ბავშვი ლონდონის დროით დილის 8:34-ზე დაიბადა და დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ახალშობილი ბრიტანეთის ტახტის მეოთხე მემკვიდრეა, მისი ბაბუის, პრინც ჩარლზის, მამის, უილიამის და პატარა ძმის, ჯორჯის შემდეგ. კეიტმა და უილიამმა 2011 წლის აპრილში იქორწინეს. მათი პირველი შვილი, ჯორჯი, 2013 წლის ივლისში დაიბადა.

XS
SM
MD
LG