Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა მაია პლისეცკაია


გერმანიაში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ბალერინა, მაია პლისეცკაია. როგორც იუწყებიან, მისი სიკვდილი გულის შეტევამ გამოიწვია. მაია პლისეცკაია დაიბადა მოსკოვში, 1925 წლის 20 ნოემბერს. ის, ფაქტობრივად, 60 წელიწადის განმავლობაში ცეკვავდა, აქედან თითქმის 50 წელიწადი - დიდი თეატრის სცენაზე, რომლის კოლექტივშიც ის 1943 წელს მიიღეს, ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრებისთანავე. პლისეცკაიას კლასიკური რეპერტუარის ყველა წამყვანი პარტია აქვს შესრულებული, იყო ბევრი ჯილდოს და პრემიის ლაურეატი.

XS
SM
MD
LG