Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაში იხსენებენ ერთი წლის წინ მომხდარ ხანძარს


უკრაინის ქალაქ ოდესაში პატივს მიაგებენ ერთი წლის წინ, მთავრობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის შეტაკებებში დაღუპულთა ხსოვნას. 2014 წლის 2 მაისს ოდესაში ძალადობას 48 ადამიანი შეეწირა. კონფლიქტი დაიწყო შეტაკებით ქალაქში ორი ჯგუფის მიერ მოწყობილი მსვლელობების მონაწილეთა შორის. შემდეგ ხანძარი გაუჩნდა პროფკავშირების შენობას, რომელსაც თავს აფარებდნენ უკრაინის აღმოსავლეთის ავტონომიის მომხრეები. ხანძრის მიზეზი კვლავაც უცნობია. შენობას მთავრობის მომხრემ ესროლა აალებადი მოწყობილობა,თუმცა ოფიციალური ვერსიით, ხანძარი შესაძლოა გამოეწვია შენობაში მყოფთა მიერ ოპონენტებისთვის სახურავიდან ნასროლ აალებად მოწყობილობებს. შენობაში 43 ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი აქცია გაიმართა კიევში - იქ 1000-მდე დემონსტრანტმა მოიყარა თავი. მათგან რამდენიმეს ხელში ეჭირა პლაკატები წარწერით „არ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ.“ აქცია მოეწყო მოსკოვში უკრაინის საელჩოს შენობასთანაც.

XS
SM
MD
LG