Accessibility links

დეპუტატი: „ისლამურმა სახელმწიფომ“ დახოცა ათობით ტყვე იეზიდი


ერაყში იეზიდმა დეპუტატმა 2 მაისს განაცხადა, რომ ექსტრემისტულმა ჯგუფმა, „ისლამურმა სახელმწიფომ“ სულ მცირე 25 ტყვე იეზიდი დახოცა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ციხის ბანაკში. დეპუტატის, მაჰმა ხალილის თქმით, ექსტრემისტებმა ტყვეები 1 მაისს დახოცეს ქალაქ ტალ აფარში, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ მოსულთანაა ახლოს. ხალილის თქმით, მისი ინფორმაციით ბანაკში კვლავ რჩება 1400-მდე იეზიდი ტყვე. მანამდე იეზიდთა პროგრესის პარტიის სიტყვები გაავრცელა ერაყის საინფორმაციო საიტმა - რომ ექსტრემისტებმა ტალ აფარში დახოცეს 300-ზე მეტი იეზიდი ტყვე. ამ ცნობის დამოუკიდებლად დადასტურება არ ხერხდება. აგვისტოში ათი ათასობით იეზიდი იქცა ლტოლვილად მას შემდეგ, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიპყრო ერაყის ჩრდილოეთში, სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქი სინჯარი. ასობით იეზიდი ექსტრემისტებმა ტყვედ აიყვანეს. უფლებადამცველი ორგანიზაციების და ერაყის ოფიციალური პირების ცნობით, იეზიდ ქალებს მონობას აიძულებენ. სუნიტი ექსტრემისტული ჯგუფი იეზიდებს მიიჩნევს რწმენის მოღალატეებად, რომლებიც სიკვდილს იმსახურებენ.

XS
SM
MD
LG