Accessibility links

logo-print

ქაბულში სასამართლოს წარუდგინეს ბრბოს მიერ ქალის მკვლელობის ამსახველი კადრები


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გრძელდება ქალის ჯგუფურ მკვლელობაში ეჭვმიტანილების სასამართლო. პროცესის მეორე დღეს დამსწრეებს მოსამართლის თხოვნით წარუდგინეს მკვლელობის ამსახველი კადრები, რომლებიც მობილური ტელეფონებით გადაიღეს. 27 წლის ქალი, სახელად ფარხუნდა, ცემით მოკლეს მას შემდეგ, რაც მას მცდარად დასდეს ბრალი ყურანის დაწვაში. პროცესზე 49 განსასჯელია, მათგან 19 - პოლიციელი, რომლებსაც თავიანთი მოვალეობის შეუსრულებლობაში ედებათ ბრალი იმის გამო, რომ თავდასხმა არ აღკვეთეს. ფარხუნდა 19 მარტს ცემით მოკლეს და შემდეგ მის გვამს ცეცხლი წაუკიდეს. თვითმხილველთა თქმით, მას ქაბულის ტაძარში კამათი მოუვიდა სასულიერო პირთან, ქალებისთვის რელიგიური თემატიკის ნივთების მიყიდვის პრაქტიკასთან დაკავშირებით. კამათის დროს ქალი ყურანის დაწვაში დაადანაშაულეს, რის გამოც მას ბრბო დაესხა თავს. ფარხუნდას მკვლელობას ავღანეთში მოჰყვა უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები და სამოქალაქო საზოგადოებაში მოძრაობის გაძლიერება, სასულიერო პირების ძალაუფლების შეზღუდვის და ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნებით. ჯერჯერობით გაურკვეველია როდის გამოიტანს სასამართლო განაჩენს.

XS
SM
MD
LG