Accessibility links

logo-print

იტალია: დაიღუპა 10 მიგრანტი, გადარჩენილია 4800-მდე ადამიანი


იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, შაბათ-კვირის განმავლობაში ლიბიის სანაპიროსთან გადაარჩინეს 4800-მდე მიგრანტი, ნაპოვნია 10 ადამიანის გვამი. როგორც იუწყებიან, სამაშველო სამუშაოები კიდევ გაგრძელდება. გადარჩენილები იტალიაში წაიყვანეს, მათი მოქალაქეობა ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. იტალიის ხელისუფლების განცხადებით, 2 მაისს ჩატარდა 17 სხვადასხვა სამაშველო ოპერაცია - მას შემდეგ, რაც ადამიანთა ტრეფიკინგში ჩართულმა პირებმა კარგი ამინდით ისარგებლეს და მიგრანტები აფრიკიდან გაიყვანეს თევზაობისთვის განკუთვნილი და რეზინის მოტორიზებული ნავებით. მიმდინარე წელს სულ მცირე 1750 ადამიანი დაიღუპა, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას. გასულ თვეში 800-მდე მიგრანტი დაიხრჩო, ლიბიასთან ახლოს მათი ნავის გადაყირავების შედეგად. გასულ თვეში ჩატარებულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ გაზრდიან სამაშველო ოპერაციებისთვის განსაზღვრულ ბიუჯეტს.

XS
SM
MD
LG