Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა რეზო ჩხეიძე


მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე. ის 1926 წლის 9 დეკემბერს დაიბადა ქუთაისში. კინოკრიტიკოსები მას მიიჩნევდნენ თვალსაჩინო წარმომადგენლად პოსტსტალინური ეპოქის კინემატოგრაფის, ე.წ. „ახალი ქართული კინოსი“ - ამ სტილის საეტაპო ფილმად ითვლება „მაგდანას ლურჯა“, რომელიც ჩხეიძემ 1955 წელს გადაიღო თენგიზ აბულაძესთან ერთად. რეზო ჩხეიძის სხვა ცნობილ მხატვრულ ფილმებს შორისაა „ჩვენი ეზო“ (1956), „ჯარისკაცის მამა“ (1961), „ღიმილის ბიჭები“ (1969) და სხვა.​

XS
SM
MD
LG