Accessibility links

logo-print

ავღანეთის ჩრდილოეთში ათასობით ადამიანი ტოვებს საცხოვრებელს ბრძოლების გამო


ავღანეთის მთავრობის ჯარსა და თალიბებს შორის ბრძოლების გამო ათასობით ადამიანი ტოვებს საცხოვრებელს ავღანეთის ჩრდილოეთში. ამის თაობაზე ავღანელი ოფიციალური პირი, ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამინისტროს წარმომადგენელი, მეჰერ საბარი იტყობინება. თალიბანმა თავისი საგაზაფხულო იერიში დაიწყო წინა კვირაში, ქალაქ ყუნდუზთან.

XS
SM
MD
LG