Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელი: „თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს ემსახუროს ჯარს და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი“


თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, ემსახუროს ჯარს სამოქალაქო სექტორიდან და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი, - ამის შესახებ თავდაცვის ახალმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მის წინამორბედთან, მინდია ჯანელიძესთან და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შესახებ განაცხადა. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს უთხრა, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ თავდაცვის უწყების სამოქალაქო და სამხედრო ნაწილის გამიჯვნა იქნება. "როდესაც პოლიტიკაში ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ჩემთვის არც ერთი სფერო არ არის უცხო, განსაკუთრებით ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი, ჩვენ, პრაქტიკულად, ყველაფერზე ვმუშაობდით“, თქვა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG