Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტის მინისტრი: „ყველა თანამშრომელი, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეინარჩუნებს თანამდებობას“


პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს. ლევან ყიფიანი ხეჩიკაშვილს თანამდებობას გადააბარებს და სამინისტროს საქმიანობას გააცნობს. ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, ყველა თანამშრომელი, ვინც აკმაყოფილებს პროფესიონალიზმის, პატიოსნებისა და პატრიოტიზმის კრიტერიუმებს, შეინარჩუნებს თანამდებობას. მისი თქმით, სამინისტროს ძირითადი ბირთვი შენარჩუნებული იქნება.

XS
SM
MD
LG