Accessibility links

მოსკოვის სპარტაკი სომხური წარმოშობის ფეხბურთელებს სხვა კლუბში გაუშვებს


სომხებსა და თურქებს შორის ძველმა დაპირისპირებამ თავი იჩინა მოულოდნელ სფეროში: რუსეთის დედაქალაქის საფეხბურთო კლუბ სპარტაკში, რომლის მწვრთნელია შვეიცარიელი თურქი. სპარტაკის მილიარდელი მფლობელი, ლეონიდ ფედუნი ცდილობს სხვა კლუბში გადაიყვანოს სომხური წარმოშობის ორი ფეხბურთელი, რომლებსაც კონფლიქტი ჰქონდათ მწვრთნელთან. ცნობით, დაპირისპირება კლუბში გამოვლინდა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტის წლისთავის აღნიშვნის გამო. სომხეთი და სხვა ქვეყნები ამ აქტს გენოციდად მიიჩნევენ. თურქეთი ფაქტს სხვაგვარად განიხილავს. გაზეთ იზვესტიას თანახმად, ფედუნმა მენეჯერებს დაავალა არას ოზბილისის და იურა მოვსისიანის სხვა კლუბში გადაყვანა მოამზადონ. გასულ კვირაში, სპარტაკის დირექტორმა, რომან ასხაბაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომან ოზბილისი არ მიიღებს მნიშვნელოვან პრემიას, რადგან იაქინი დაადანააშულა რასობრივი პრინციპით მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებაში.

XS
SM
MD
LG