Accessibility links

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩამოინგრა


თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩამოინგრა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ხიდს სატვირთო ავტომობილი გამოედო, რამაც რკინის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან. მომხდარის გამო აღმაშენებლის ხეივანში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება.

XS
SM
MD
LG