Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანსკში ნაღმმა ორი უკრაინელი სამხედრო მოკლა


უკრაინის აღმოსავლეთში, ლუგანკსის რეგიონში ნაღმის აფეთქებას ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, სამი ჯარისკაცი დაიჭრა. ლუგანსკის რეგიონის უკრაინელი ხელმძღვანელის, ჰენადი მოსკალის თქმით, უკრაინის სამხედრო მაქნანა ნაღმზე აფეთქდა სოფელ იეკატერინსკასთან. ლუგანსკის ოლქს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ. მეამბოხეთა ადგილობრივმა ლიდერმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ერთი სეპარატისტი მებრძოლი მოკლეს და ექვსი დაჭრეს.

XS
SM
MD
LG