Accessibility links

logo-print

ცარნაევის ნათესავები სასამართლოს ჩვენებას მისცემენ


ბოსტონის მარათონზე თავდასხმის მოწყობის მონაწილე ჯოხარ ცარნაევის ნათესავები ჩვენებას მისცემენ ბოსტონის სასამართლოში, სადაც ჟიური წყვეტს, მიუსაჯოს თუ არა ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი. ოჯახის ხუთი წევრ ჩადის ბოსტონში, სადაც მათ 4 მაისს დაკითხავს დაცვის ადვოკატი. მათი ვინაობა არ გამოუქვეყნებიათ. რუსეთიდან ცარნაევის ნათესავები აშშ-ისკენ გაემგზავრნენ 23 აპრილს. ჟიურიმ უნდა დაადგინოს, დაისაჯოს სიკვდილით 21 წლის ცარნაევი, თუ მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯია მისი როლისთვის თავდასხმაში, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. ბოსტონის მარათონზე 2013 წლის აპრილის აფეთქებისას 260 ადამიანი დაშავდა. პროკურატურამ ნათესავებითვის ჩვენების ჩამორთმევის დაჩქარება ისურვა, რადგან ძალიან მაღალია უსაფრთხოების, ოჯახის დაცვის ხარჯი. ცარნაევი აშშ-ის მოქალაქეა. ის და მისი ძმა ჩრდილოეთი კავკასიიდან არიან წარმოშობით. ბავშვობის ნაწილი მათ ყირგიზეთში გაატარეს.

XS
SM
MD
LG