Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს "ხელოვნურად" შექმნილი ბირთვული კრიზისის დასრულება სურს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს დასრულდეს „ხელოვნურად", შექმნილი კრიზისი თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. ზარიფმა ტვიტერით ოთხ მაისს გაავრცელა ტექსტი, რომ ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის შეთანხმების ტექსტის შექმნა „წინ მიდის“. ამ შეთანხმებას მოჰყვება ირანის ბირთვული პროგრამის შეკვეცა და სამაგიეროდ, თეირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები შემსუბუქდება. მისი თქმით, რული სამუშაოა ჩასატარებელი, სანამ შეთანხმება მიიღწევა და „ახალი ჰორიზონტები“ გაიხსნება. ორი დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ დაგმო მათი „ისტერია“, ვინც ეწინააღმდეგება ასეთ შეთანხმებას, კერძოდ, აშშ-ის კონგრესის წევრებისა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები 30 ივნისისთვის გეგმავენ მიაღწიონ ირანთან საბოლოო შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG