Accessibility links

იტალიის სამაშველო სამსახურმა ხუთი ათასამდე ემიგრანტი გადაარჩინა ლიბიის სანაპიროსთან


იტალიის სამაშველო სამსახურმა ოთხი ათას რვაასი ადამიანი გადაარჩინა ლიბიის სანაპიროსთან და ათი გვამი ნახა წყალში გასულ შაბათ-კვირას. დღის განმავლობაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გადარჩენილები იტალიაში მიჰყავთ. მათი წარმოშობა არ არის დადგენილი. იტალიის მთავრობის თქმით, 17 სხვადასხვა სამაშველო ოპერაცია ჩატარდა 2 მაისს, როცა კონტრაბანდისტებმა დრო იხელთეს და კარგი ამინდის, წყნარი ზღვის გამო, დაიწყეს ემიგრანტთა აფრიკიდან გადმოყვანა. წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის დროს 1750 ადამიანი დაიღუპა. 800 ემიგრანტი დაიხრჩო აპრილში, როცა მათი, ლიმბიიდან მომავალი ნავი გადაბრუნდა.

XS
SM
MD
LG