Accessibility links

logo-print

მოჰამედის კარიკატურების კონკურსის დროს ორი პირი მოკლეს


აშშ-ის ქალაქ დალასის სამხრეთში, ორი შეიარაღებული პირი მოკლა პოლიციამ მას მერე, რაც მათ ცეცხლი გახსნეს შენობასთან, სადაც მოჰამედის კარიკატურების კონკურსი მიმდინარეობს. პოლიციამ გაჩხრიკა ბინა ქალაქ ფენიქსში, არიზონის შტატში. ამერიკის მედიის თანახმად, ერთ-ერთი თავდამსხმელი ელტონ სიმპტომია,რომელზეც ადრეც ჰქონდა პოლიციას ეჭვი მიტანილი ტერორიზმის გამო. ქალაქ გარლანდის მთავრობის თანახმად, ხელოვნების ცენტრთან, რომელიც მასპინძლობდა კონკურსს, ორმა კაცმა ცეცხლი გაუხსნა დაცვის თანამშრომლებს, რომელთაგან ერთი დაიჭრა. პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და თავდამსხმელები დახოცა. ორგანიზაცია ამერიკის თავისუფლების დაცვის ინციატივა მასპინძლობს კონკურსს, რომელიც ათი ათასი დოლარით აჯილდოებს წინასწარმეტყველ მოჰამედის საუკეთესო კარიკატურის ავტორს. ეს ორგანიზაცია ასევე ცნობილია სახელით, შევაჩეროთ ამერიკის ისლამიზაცია, და არ ეთანხმება ნიუ იორკში ვაჭრობის მსოფლიო ცენტრთან ისლამურ ცენტრის მშენებლობას. მუჰამედის კარიკატურები აღიზიანებს მაჰმადიანებს და რადიკალურად განწყობილი პირების მხრიდან მუქარას იწვევს. იანვარში, ისლამისტმა პირებმა იერიში მიიტანეს პარიზში სატირულ ჟურნალზე, რომელმაც კარიკატურები გამოაქვეყნა, და 12 ადამიანი დახოცეს.

XS
SM
MD
LG