Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის მაღალჩინოსანი: რუსი ბაიკერები არ არიან „ღამის მგლების“ წევრები


გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ რუსი ბაიკერები, რომლებიც გერმანიაში 3 მაისს შევიდნენ, არიან ნაციონალისტური ჯგუფის, „ღამის მგლების“ წევრები. კრემლის მომხრე „ღამის მგლებმა“ გამოაცხადეს, რომ ბერლინში მოტოციკლეტებით ჩასვლით გეგმავენ აღნიშნონ რუსეთის და მისი მოკავშირეების მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 70-ე წლისთავი. ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი კრიტიკით შეხვდა მათ გეგმებს, პოლონეთმა კი ისინი ქვეყანაში არ შეუშვა - რამაც აირეკლა დაძაბულობა რუსეთის მიერ უკრაინის კონფლიქტში შესრულებული როლის გამო. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა 4 მაისს განაცხადა, ავსტრიიდან შემოსული 10 ბაიკერის საბუთები შევამოწმეთ და ვერ მივაკვლიეთ ვერანაირ კონკრეტულ მტკიცებულებას, რომ მათ კავშირი აქვთ ე.წ. „ღამის მგლებთანო.“ პრესმდივნის თქმით, ბაიკერები, როგორც ჩანს, ნაციონალისტი ჯგუფის მხარდამჭერები არიან და არა წევრები. გერმანიის მთავრობამ ვიზები გაუუქმა რამდენიმე პირს, რომლებიც, როგორც ვარაუდობდნენ, ჯგუფის ლიდერები იყვნენ. მეზობელ ავსტრიაში, ვენაში 2 მაისს ჯგუფის ორმა წევრმა გვირგვინებით შეამკო საბჭოთა ჯარისკაცების მონუმენტი.

XS
SM
MD
LG