Accessibility links

ლარი დოლართან მიმართებით ოდნავ გამყარდა


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. და 2.3221 ლარი გახდა. გუშინ მოქმედი კურსი 2.3303 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა. უფრო საგრძნობლად ლარი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5859 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6248 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0389 ლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG