Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ელჩი სომხეთში შეხვდა სომხეთის საგარეო მინისტრის მოადგილეს


საქართველოს ელჩი სომხეთში, თენგიზ შარმანაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი მანასარიანს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსი“ იუწყება თენგიზ შარმანაშვილზე დაყრდნობით, შეხვედრაზე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის ფაქტის გამო ქართული მხარის უკიდურესი შეშფოთება დააფიქსირა. "განვუმარტე, რომ მსგავსი ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებას. თავის მხრივ სერგეი მანასარიანმა აღნიშნა, რომ ისინი ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ცალსახა მხარდაჭერას და მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა ელჩმა. ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ანატოლი ბიბილოვი სომხეთის პარლამენტმა ყარაბაღში მიიწვია. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ანატოლი ბიბილოვი სომხეთის პარლამენტის სპიკერს, გალუსტ სააკიანს შეხვდა და შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა 2 მაისს შედგა ყარაბაღში.

XS
SM
MD
LG