Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული პენ-ცენტრი თავისი პრემიით დააჯილდოებს ხადიჯა ისმაილოვას


აზერბაიჯანში დაკავებული გამომძიებელი ჟურნალისტი, ჩვენი რადიოს შტატგარეშე თანამშრომელი ხადიჯა ისმაილოვა დღეს დაჯილდოვდება ამერიკული პენ-ცენტრის პრესტიჟული პრემიით. შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ეს არასამთავრობო გაერთიანება, რომელიც ხელს უწყობს გამოხატვის თავისუფლებას, ხადიჯა ისმაილოვას აქებს სიმამაცისათვის, აზერბაიჯანის მმართველ წრეებში კორუფციის გამოძიებისას. ისმაილოვას სხვა არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის პრემიებიც აქვს მიღებული. ის 2014 წლის 5 დეკემბერს დააკავეს მამაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით. თებერვალში ხადიჯა ისმაილოვას ახალი ბრალდებები დაემატა, მათ შორის უკანონო ბიზნესსაქმიანობის ბრალდება. ჟურნალისტი ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG