Accessibility links

logo-print

ბან კი მუნი რუსეთში მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი რუსეთში ჩასვლასა და 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას გეგმავს. ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება. "ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა დაადასტურა. მისივე ცნობით, ბან კი მუნთან ერთად რუსეთში გაემგზავრება "იუნესკოს" დირექტორი ირინა ბოკოვა. დიუჟარიკის ინფორმაციით, გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვში ვიზიტამდე 7 და 8 მაისს პოლონეთსა და კიევში ჩავა და ამ ქვეყნების პრეზიდენტებს - ბრონისლავ კომოროვსკისა და პეტრო პოროშენკოს - შეხვდება.

XS
SM
MD
LG