Accessibility links

logo-print

კომპანია HP-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას


საოფისე და სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ლიდერი კომპანია HP-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კარლი ფიორინა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. "როიტერის" ცნობით, ამის შესახებ თავად ფიორინამ ეი-ბი-სი-ს ეთერში განაცხადა. "დიახ, მე ვაპირებ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას. ვფიქრობ, საუკეთესო კანდიდატი ვარ ამ საქმისთვის, ვინაიდან კარგად მესმის, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა. მესმის, თუ როგორ მუშაობს მსოფლიო", - აღნიშნა კარლი ფიორინამ. ფიორინა რესპუბლიკური პარტიის ერთადერთი ქალი კანდიდატი იქნება. რესპუბლიკელების მხრიდან არჩევნებში კენჭისყრის სურვილი გამოთქვეს სენატორებმა ტედ კრუზმა, მარკო რუბიომ, რენდ პოლმა და ექიმმა ბენ კარსონმა. რაც შეეხება დემოკრატებს, არჩევნებში კენჭს იყრიან ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი და სენატორი ბერნი სანდერსი.

XS
SM
MD
LG