Accessibility links

logo-print

"ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა პასუხისმგებლობა ტეხასის შტატში მოწყობილ თავდასხმაზე


ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა პასუხისმგებლობა, მისი თქმით, პირველ თავდასხმაზე აშშ-ის ტერიტორიაზე - სროლაზე, რომელიც ტეხასის შტატში მოხდა ანტიისლამური ღონისძიების დროს. ამ შეკრებაზე გამოფენილი იყო წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები. „ისლამურმა სახელმწიფომ“ 5 მაისს გაავრცელა ცნობა, რომ მისი წევრი იყო ორივე მამაკაცი, რომელმაც თავდასხმა მოაწყო გამოფენაზე ტეხასში. შეიარაღებული პირები, ელტონ სიმპსონი და ნადირ სუფი, 3 მაისს მოკლეს პოლიციელებმა. მომდევნო დღეს გამომძიებლებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისინი ინციდენტამდეც ადევნებდნენ თვალს ელტონ სიმპსონის მოქმედებებს. მაგრამ ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობი იყო სიმპსონის და სუფის გეგმა, თავდასხმა მოეწყოთ 3 მაისს.

XS
SM
MD
LG