Accessibility links

logo-print

ალექსეი ნავალნისა და მის ძმას მიენიჭათ პრემია ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლისათვის


რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და მის ძმას, ოლეგს, მიენიჭათ უფლებადამცველი ჯგუფის, „ევროპის ხსოვნისა და სინდისის პლატფორმის“ ყოველწლიური პრემია, რომლის მიზანიცაა ტოტალიტარულ რეჟიმებთან ბრძოლის ხელშეწყობა. „პლატფორმის“ განცხადებაში აქებენ ძმებ ნავალნების „გაბედულებას, ბრძოლას და მსხვერპლს რუსეთის ფედერაციაში ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებების და თავისუფლებების დასაცავად“. ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპონენტია, „ტვიტერზე“ წერს, რომ პრემიით დაჯილდოვების ცერემონია 6 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება. ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი შარშან დეკემბერში დამნაშავედ ცნეს დიდი ოდენობით ფულის მითვისებაში. ალექსეის შეუფარდეს 3,5 წლით პირობითი სასჯელი, ხოლო ოლეგს 3,5 წლით პატიმრობა. ორივე უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG