Accessibility links

logo-print

სპარსეთის ყურის ლიდერები საგანგებო სამიტზე იკრიბებიან


სპარსეთის ყურის მონარქები დღეს იკრიბებიან საუდის არაბეთში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოდან“ მომდინარე საფრთხეზე და იემენში შიიტი მეამბოხეების წინააღმდეგ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე საჰაერო ოპერაციაზე სასაუბროდ. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი იქნება პირველი დასავლელი ლიდერი, რომელიც დაესწრება სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრას. ამ საბჭოში სუნიტები დომინირებენ და მოსალოდნელია, რომ სამიტზე საუბარი შეეხება შეშფოთებასაც, რომელსაც მათში იწვევს პოტენციური შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. საფრანგეთმა და საუდის არაბეთმა 4 მაისს გაავრცელეს განცხადება, რომ ირანისა და ექვსი წამყვანი ქვეყნის შესაძლო ბირთვულმა შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს დესტაბილიზაცია რეგიონში და არ უნდა შეუქმნას საფრთხე ირანის მეზობლებს. დღევანდელ სამიტზე შეიკრიბებიან ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, კატარის, საუდის არაბეთისა და გაერთიანებული არაბული საამიროების ლიდერები.

XS
SM
MD
LG