Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საფეხბურთო მატჩების შედეგებზე წინასწარ გარიგების ბრალდებით დააკავეს რამდენიმე ადამიანი


საქართველოში საფეხბურთო მატჩებზე წინასწარი გარიგების ბრალდებით დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ფეხბურთელები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულებს შორის არიან საფეხბურთო კლუბ "სტუ თბილისის" პრეზიდენტი, საფეხბურთო კლუბ "საჩხერის ჩიხურას" ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი, ერთ-ერთი ტოტალიზატორის წარმომადგენელი. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის. შემდეგ, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.

XS
SM
MD
LG