Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო იწყებს კონსულტაციებს სირიის მთავრობასთან და ოპოზიციასთან


სირიაში გაეროს წარმომადგენელი, სტაფან დე მისტურა აცხადებს, რომ სირიის მთავრობის წარმომადგენლები და შეიარაღებული ოპოზიციის ლიდერები მიიწვია კონსულტაციებზე, რომელიც 5 მაისს იწყება შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში. მიწვეულებს შორის არ არიან ექსტრემისტების გაერთიანებების, „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ნუსრას“ წარმომადგენლები, თუმცა არიან ისინი, ვისაც ამ გაერთიანებებთან კონტაქტი აქვს. მისტურას განმარტებით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებამ შეცვალა ვითარება ადგილზე მას შემდეგ, რაც 2012 წლის კონფერენციაზე ხელი მოაწერეს ჟენევის კომუნიკეს. კონსულტაციები იმართება პირისპირ შეხვედრების სახით, გაეროსა და სირიის კონფლიქტში მონაწილე ჯგუფების წარმომადგენლების მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG