Accessibility links

logo-print

ლავროვი: ევროკავშირი დუმს უკრაინაში მთავრობის ჯარების მიერ ზავის დარღვევის მიუხედავად


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროკავშირი დუმს აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარების მიერ ზავის დარღვევის მიუხედავად. როგორც ლავროვმა 5 მაისს მოსკოვში, ავსტრიელ კოლეგა სებასტიან კურცთან შეხვედრის შემდეგ თქვა, ბრიუსელში და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში "ისეთი შთაბეჭდილება აქვთ", თითქოს მინსკის შეთანხმებები მხოლოდ რუსეთის მიერ უნდა შესრულდეს. ეუთომ გასულ კვირაში გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, როგორც ჩანს, ორივე მხარემ - რუსეთის მომხრე მეამბოხეებმაც და უკრაინელმა სამხედროებმაც - დაარღვია სამშვიდობო შეთანხმება 20-ზე მეტ შემთხვევაში. მოსალოდნელია, რომ რუსეთის, უკრაინისა და ეუთოს წარმომადგენლები 6 მაისს მინსკში შეიკრიბებიან თებერვალში მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე მოსალაპარაკებლად. გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 6000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა შარშან აპრილში კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG