Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტმა გენერალი დანფორდი წარადგინა უმაღლეს სამხედრო პოსტზე


ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდალი, გენერალი ჯოზეფ დანფორდი დაასახელა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ახალ თავმჯდომარედ. 59 წლის დანფორდი შეცვლის გენერალ მარტინ დემპსის, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბერში გადადგება უმაღლესი სამხედრო პოსტიდან. მოსალოდნელია, რომ გენერალ დანფორდის კანდიდატურა იოლად მოიპოვებს სენატის მხარდაჭერას. 2014 წელს საზღვაო ქვეითთა კორპუსის სათავეში ჩადგომამდე, დანფორდი ხელმძღვანელობდა აშშ-ისა და საერთაშორისო ძალებს ავღანეთში. მას მეტსახელად „მებრძოლი ჯო“ შეარქვეს ბრძოლების დროს ერაყში, სადაც ის მიეკუთვნებოდა 2003 წლის სამხედრო ინტერვენციის ხელმძღვანელებს.

XS
SM
MD
LG