Accessibility links

ნატოს სამეთაურო ცენტრი ნეაპოლიდან რუმინეთში გადავა დროებით


ნატოს გაერთიანებული ძალების მეთაურობა ნეაპოლში აპირებს დროებით გადაიტანოს თავისი შტაბ-ბინა იტალიიდან რუმინეთის სამხრეთში. ამერიკელმა ადმირალმა, მარკ ფერგიუსონმა, რომელიც ამ მიმართულებას სარდლობს, თქვა, რომ მეთაურობა 12 დღით განთავსდება რუმინეთის სამხრეთში, ჩინკუში. იქ ივნისში გაიმართება ნატოს წვრთნა, რომელშიც 21 ქვეყნის ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ბუქარესტში ორდღიანი ვიზიტისას, ფერგიუსონმა თქვა, რომ ნატოს შტაბ-ბინა პირველად განთავსდება რუმინეთში. ადმირალის თანახმად, ნატო შეშფოთებულია, რომ რუსეთი ყირიმში განათავსებს სარაკეტო სისტემებს და თვითმფრინავებს, ასევე ზრდის შეიარაღებული ძალების რიცხვს, რომლებიც ადმირალის აზრით, საფრთხეს უქმნის შავი ზღვის უშიშროებას. მისივე თქმით, ანტისარაკეტო ფარი რუმინეთის სამხრეთში, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით განთავსდება, და რომელსაც რუსეთი აკრიტიკებს, მიზნად ისახავს ნატოს დაცვას სამხრეთიდან თავდასხმისგან.

XS
SM
MD
LG