Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის კანონმდებლებმა ფარული მოსმენების სადავო კანონი მიიღეს


საფრანგეთში პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აკანონებს ტერორიზმში ეჭვმიტანილების ფართო მოსმენას. გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. კანონს მიემხრო მიიღო პარლამენტის ქვედა პალატის 438 წევრი, წინააღმდეგი 86 დეპუტატი იყო. კანონი ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს. კანონი თუ ძალაში შევიდა, უშიშროების სამსახურს სასამართლოს დადგენილების გარეშე ნება მიეცემა განათავსოს კამერები და ხმის ჩამწერი მოწყობილობები ეჭვმიტანილთა ბინებში, მათ მანქანებს მიამაგრონ საგანგებო აპარატი. კანონის მოწინაამდეგენი თვლიან, რომ დოკუმენტი აკანონებს მოსმენის მეთოდს, რომელიც არ იძლევა პირადი თავისუფლების დაცვის გარანტიას.

XS
SM
MD
LG