Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნოვაია გაზეტამ" გამოაქვეყნა რუსი სამხედრო ინჟინრების საიდუმლო ანგარიში


გასული წლის ივლისში „მალაიზიის ავიახაზების“ „ბოინგ-777“-ის კატასტროფის ყველაზე სავარაუდო მიზეზი არის რაკეტის მოხვედრა, რომელიც საზენიტო-სარაკეტო დანადგარ „ბუკ-ემ1“-დან გაუშვეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რუსი ინჟინრები, რომელთა ანგარიშიც ხელში ჩაუვარდა „ნოვაია გაზეტას“ და მის საიტზე გამოქვეყნდა. როგორც გაზეთისთვის არის ცნობილი, ანგარიში მოამზადეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინჟინრებმა, მათ შორის იმ ქვედანაყოფიდან, რომელშიც „ბუკი“ დარპოექტდა. „ნოვაია გაზეტას“ თანახმად, იმის მიუხედავად, რომ ანგარიში მკაცრად კონფიდენციურია, საზოგადოებისთვის მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, რედაქციამ აუცილებლად ჩათვალა მისი გამოქვეყნება. გაზეთის ინფორმაციით, ანგარიში მომზადდა ჰოლანდიელი სპეციალისტებისთვის გადასაცემად. ისინი ტრაგედიის გარემოებებს იძიებენ. „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი „ბოინგ-777“, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა ლუმპური, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოსთან. ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ხელისუფლებამ მომხდარში პრორუსი სეპარატისტები დაადანაშაულა. კიევის მტკიცებით, მათ გამოიყენეს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა. რუსეთი აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის არეალში შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავები. „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორების ინფორმაციით, რაკეტის გაშვების ყველაზე სავარაუდო ადგილი არის დასახლებულ პუნქტ ზაროშჩენსკოეს სამხრეთით მდებარეობს. რედაქცია აღნიშნავს, რომ გამოქვეყნებული ანგარიში არ წარმოადგენს ბოლო სიტყვას გამოძიებისთვის. კვლავაც უპასუხოდ რჩება კითხვა - ზუსტად საიდან გაუშვეს რაკეტა და ვინ გაუშვა ის. „ნოვაია გაზეტა“ ექსპერტებს იწვევს გამოქვეყნებული ანგარიშის განსახილავად.

XS
SM
MD
LG