Accessibility links

ხადიჯა ისმაილოვას ამერიკული "პენ ცენტრის" ჯილდო მიენიჭა


აზერბაიჯანელ გამომძიებელ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას, რომელის რადიო თავისუფლების შტატგარეშე კორესპონდენტიც არის, 5 მაისს მიენიჭა აშშ-ის „პენ ცენტრის“ პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო. ნიუ იორკში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელსაც ხადიჯა ისმაილოვა არ ესწრებოდა. ის უკვე მეექვსე თვეა აზერბაიჯანში პატიმრობაში იმყოფება. „ხადიჯა, ხადიჯა“, - სკანდირებდა საზეიმო ღონისძიების 800-მდე სტუმარი იმისთვის, რომ აღენიშნათ ხადიჯა ისმაილოვას სიმამაცე და შეუპოვრობა აზერბაიჯანის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციის გამოვლენაში. „ხადიჯა ისმაილოვა არის წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტი აზერბაიჯანში და ის შეებრძოლა კორუფციას აზერბაიჯანის მთავრობის უმაღლეს ეშელონებში“, - განაცხადა სიუზან ნოსელმა, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციის ამერიკული პენ ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.

XS
SM
MD
LG