Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის პორტის გაფიცულ მუშებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს


ფოთის პორტში გუშინ დაწყებული გაფიცვა გრძელდება. პარალელურად, პორტის პროფკავშირის წარმომადგენი, გოჩა ჩემინავა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ამბობს, რომნავსადგურის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება დაიწყო. გაგრძელდება თუ არა გაფიცვა, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. სახელფასო ანაზღაურების 14 %-ით გაზრდის მოთხოვნით ნავსადგურის თანამშრომლებმა მუშაობა გუშინ შეწყვიტეს. თანამშრომლებმა პორტის ხელმძღვანელობას თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 10-დღიანი ვადა მისცეს, რომელიც ორი დღის წინ ამოიწურა.

XS
SM
MD
LG