Accessibility links

logo-print

საქართველოსა და უკრაინის ეროვნული გვარდიების ხელმძღვანელები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


საქართველოსა და უკრაინის ეროვნული გვარდიების ხელმძღვანელები გრძელვადიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. უკრაინული მედიის ცნობით,ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესსპიკერი, სვეტლანა პავლოვსკაია იტყობინება. " უკრაინის ეროვნული გვარდიის უფროსი ნიკოლაი ბალანი საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელ ლევან გამყრელიძეს შეხვდა. შეხვედრის დროს შეთანხმდნენ უკრაინისა და საქართველოს ეროვნული გვარდიების ხანგრძლივ ორმხრივ თანამშრომლობაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვრთნების სისტემის გაუმჯობესების შესახებ გამოცდილების გაზიარების კუთხით", - განაცხადა სვეტლანა პავლოვსკაიამ.

XS
SM
MD
LG