Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია: „როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაძლიერდება“


„ქვეყანას სჭირდება ძლიერი პატრონი, ძლიერი მმართველი, რომელსაც აქვს ასევე ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობა“, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაძლიერდება: "ყველამ ვნახეთ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩვენთან ერთად პატივს სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს და არ მოსწონს ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს პოლიტიკური ელიტის, მმართველი ელიტის წარმომადგენლებს პრეზიდენტისადმი და ამ ინსტიტუტისადმი. ჩვენ, "თავისუფალ დემოკრატებს" ძალიან ნათლად გამოკვეთილი პოზიცია გვაქვს, რომ ასეთი დაჩეხილი კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც სააკაშვილისგან მემკვიდრეობით გვერგო, ეს ინსტიტუტი არის უკიდურესად შეზღუდული", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

XS
SM
MD
LG