Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტს სთხოვს დროულად წარადგინოს მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა


მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ სთხოვს, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს შესაბამისი ვადის ამოწურვამდე წარუდგინოს. ამის შესახებ მედიასთან განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომავალ კვირაში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებულ გარემოებებს გაითვალისწინებს. "ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აგრძელებს მუშაობას, რა თქმა უნდა, იქმნება გარკვეული ტექნიკური სირთულეები... 9 მაისს, მოგეხსენებათ, დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ასევე 9 მაისს ჩამოდის EBRD-ის პრეზიდენტი, 10 მაისს კი ამ ფორუმთან დაკავშირებული ღონისძიებების აქტიურ ფაზაში შესვლაა დაგეგმილი". პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენის ვადა 8 მაისს ეწურება.

XS
SM
MD
LG