Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ გერმანიაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა ტორნადოს


ჩრდილოეთ გერმანიას ტორნადომ გადაუარა. სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა, იტყობინება "დოიჩე ველე". გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულია 26 წლის მამაკაცი, რომელიც ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ჰამბურგში იმყოფებოდა, როდესაც მათ ავტომობილს ქარისგან მოგლეჯილი შენობის ნამსხვრევი დაეცა.

XS
SM
MD
LG