Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნებისთვის ემზადებიან


დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნებისთვის ემზადებიან, დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა. "ბიბისის" ცნობით, წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს პარლამენტში ადგილების უმრავლესობას. მიუხედავად ხუთკვირიანი აქტიური კამპანიისა, ვერც პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის კონსერვატიულმა პარტიამ და ვერც ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ედ მილიბენდმა ვერ შეძლო წინასაარჩევნო გამოკითხვებში წამყვანი პოზიციის დაკავება.ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. პრემიერი კამერონი მოსახლეობას ნათელი მომავლის შექმნას და ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის გამართვას ჰპირდება. ლეიბორისტი მილიბენდი კი პირობას დებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მთავრობა მხოლოდ ხალხისთვის იმუშავებს. არჩევნებში მონაწილეობს ლიბერალ-დემოკრატი ნიკ კლეგიც, რომელიც ბრიტანელ ხალხს სტაბილურობას ჰპირდება. საყოველთაო არჩევნები ბრიტანეთში ხვალ, 7 მაისს გაიმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათიდან 22:00 საათამდე იქნება ღია. ხმის მიცემის უფლება 45 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს.

XS
SM
MD
LG