Accessibility links

ავღანეთში სიკვდილი მიუსაჯეს ლინჩის წესით გასამართლებაში მონაწილე ოთხ ადამიანს


ავღანეთში სიკვდილი მიუსაჯეს ოთხ მამაკაცს, რომელიც მონაწილეობდა 19 მარტს ქალის ლინჩის წესით გასამართლებაში. 27 წლის ქალი სახელად ფარხუნდა ქაბულში მოკლეს მას შემდეგ, რაც ის ყურანის დაწვაში დაადანაშაულეს. ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე წარდგა სულ 49 ბრალდებული, მათ შორის 19 პოლიციელი. ქაბულში 19 მარტს ლინჩის წესით გასამართლების ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა და დიდი აღშფოთება გამოიწვია. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ფარხუნდას სინამდვილეში დააბრალეს ყურანის დაწვა, რასაც მასზე სასტიკი თავდასხმა მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი ბრბომ ცემით მოკლა, შემდეგ მისი გვამი დაწვა და მდინარეში გადააგდო.

XS
SM
MD
LG