Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის განცხადებით, ევროკავშირს არ სურს რომ უკრაინაში ზავმა იმოქმედოს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, "ევროკავშირში ვიღაც ცდილობს" იმის უზრუნველყოფას, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ზავი ჩაიშალოს. რუსეთის, უკრაინისა და ეუთოს წარმომადგენლები დღეს მინსკში იკრიბებიან საგანგებო შეხვედრაზე, მინსკშივე 12 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე მოსალაპარაკებლად. ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირი დაადანაშაულა, რომ თვალს ხუჭავს თავდასხმებზე, რომლებსაც სამოქალაქო პირები შეეწირნენ მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე. ეს შეფასება მან გამოთქვმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სებასტიან კურცთან შეხვედრის შემდეგ. ლავროვმა ასევე ისაუბრა ბოლო კვირებში უკრაინის ჯარების გაზრდილ „სამხედრო აქტივობაზე“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩასაშლელად. ევროკავშირი ჯერ არ გამოხმაურებია ლავროვის ამ განცხადებებს. კიევში უკრაინის სამხედრო წარმომადგენელმა, ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ სეპარატისტები თავს უყრიან სამხედრო აღჭურვილობას მორიგი იერიშების განსახორციელებლად.

XS
SM
MD
LG