Accessibility links

logo-print

მარგველაშვილმა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა მთავრობის ახალი შეამდგენლობა


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა მთავრობის ახალი შემადგენლობა. საამისოდ ვადა მას 8 მაისს ამოეწურებოდა. მთავრობის შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია - თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრები, თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი. ცნობების თანახმად, 18 საათზე დაიწყო საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხის განსახილველად. მოსალოდნელია, რომ რიგგარეშე სხდომა 7-8 მაისს ჩატარდება მთავრობის განახლებული შემადგენლობის დასამტკიცებლად.

XS
SM
MD
LG