Accessibility links

logo-print

უკრაინა აცხადებს ბრძოლებში ხუთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ


უკრაინის განცხადებით, ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების შედეგად მიუხედავად ზავის შესახებ მოლაპარაკების განახლებისა. მოლაპარაკებაში მთავრობის წარმომადგენლები და რუსეთის მომხრე მეამბოხეებიც მონაწილეობენ. უკრაინის სამხედრო პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ დღეს განაცხადა, რომ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ავდივკასთან მათი ავტომანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ხოლო კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა მეამბოხეების თავდასხმისას. ლისენკოს ინფორმაციით, სეპარატისტები განაგრძობენ მთავრობის ჯარების პოზიციების დაბომბვას ქალაქებთან მარიუპოლთან და დონეცკთან. ამ ცნობების ფონს ქმნის უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლების შეხვედრა მინსკში - პირველად მას შემდეგ, რაც მხარეები თებერვალში მინსკშივე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.

XS
SM
MD
LG