Accessibility links

logo-print

თბილისი მზად არის, უმასპინძლოს EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას


თბილისში დასრულდა საორგანიზაციო სამუშაოები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EBRD-ის, ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ჩასატარებლად. ღონისძიებებში, რომლებიც 13-15 მაისს ჩატარდება, 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 6 მაისს განაცხადა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველყოფის სამთავრობო კომისიის სხდომაზე, ღონისძიებების მასპინძლობისათვის დაიხარჯა 17 მლნ ლარზე მეტი, აქედან 14 მლნ-ის უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს დარჩება. ღარიბაშვილმა როგორც აღნიშნა, ასეთი ღონისძიება კავკასიაში პირველად ტარდება და ის, რომ საქართველო მასპინძლობს EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს, არის კიდევ ერთხელ ნდობის გამოცხადება ქვეყნისადმი.

XS
SM
MD
LG