Accessibility links

უკრაინის და სეპარატისტების წარმომადგენლებმა მოლაპარაკება გამართეს


უკრაინის და სეპარატისტთა წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა გამართეს მინსკში მას შემდეგ, რაც თებერვალში საზავო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს რუსეთის და ეუთოს წარმომადგენლებმა. შეხვედრის მიზანი იყო აღმოსავლეთ უკრაინაში მყიფე ზავის შენარჩუნების გზების განხილვა. კიევი და პრომოსკოვურად განწყობილი მეამბოხეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ზავის დარღვევაში. კიევის წარმომადგენელმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა წარმოადგენდა „სერიოზულ ნაბიჯს“ კონფლიქტის პოლიტიკური გადაჭრისკენ, თუმცა დასძინა, რომ აუცილებელია სროლა სრულად შეწყდეს. კუჩმამ ჟურნალისტებს უთხრა, სეპარატისტთა წარმომადგენლები „კონსტრუქციულები“ იყვნენო. შეხვედრის ფონზე უკრაინამ განაცხადა, რომ 5 ჯარისკაცი დაიღუპა ქვეყნის აღმოსავლეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG