Accessibility links

logo-print

8 მაისს დაინიშნა პარლამენტის სხდომა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს მიმართა თხოვნით 8 მაისს დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობის ახალ შემადგენლობას. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი." მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაუგზავნა პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა. საამისოდ ვადა მას 8 მაისს ამოეწურებოდა. მთავრობის შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია - თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრები, თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი.

XS
SM
MD
LG