Accessibility links

logo-print

სესხის პროცენტი საქართველოში 7494 ადამიანს გაუძვირდება


ლარში აღებული, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხის პროცენტი 7494 ადამიანს გაუძვირდება , - ნათქვამია "საზოგადოება და ბანკების" განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით გაავრცელა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაზარდა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 5%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, 2015 წლის 30 აპრილის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5147 ადამიანს, ხოლო ბიზნესსესხი 2347 იურიდიულ პირს აქვს.

XS
SM
MD
LG