Accessibility links

logo-print

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით, ევროსთან მიმართებაში კი მეტდ გაუფასურდა


დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3258 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა. ერთი ევროს შეძენა კი დღეიდან 2.6128 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როდესაც გუშინ მოქმედი კურსი 2.5809 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0319 ლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG