Accessibility links

logo-print

კომპანია "არემჯი" ნინო მიქიაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს


კომპანია "არემჯი" ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას დეზინფორმაცია უწოდა. განცხადებაში ნათვამია, რომ ადგილზე მიმდინარეობს არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაოები, მაგრამ არა ყაჩაღიანის ბორცვზე, არამედ სრულიად სხვა ტერიტორიაზე, რომელსაც ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან არავითარი კავშირი არა აქვს.“კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არქეოლოგიური სამუშაოები კანონისა და წესების სრული დაცვით, მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ ხორციელდება და ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანია კვლევის საბოლოო ანგარიშს წარუდგენს შესაბამის უწყებებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG